“ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის გადაწყვეტილება არის ცუდსა და უფრო ცუდს შორის მისაღები გადაწყვეტილება” - ანა ბუჩუკური
ხელისუფლების შესაცვლელად, ორი შანსია - არჩევნების გზა და ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად, ყველა ველზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ ჩვენი პარტნიორებიც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
ბუჩუკურის განმარტებით, მათი პარტიის გადაწყვეტილებებზე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, ვერავინ ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
„დასავლელი პარტნიორებისთვის აუხსნელია, როგორ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ არ გამოიყენოს პოლიტიკური საბრძოლო ბერკეტები და არჩევნები - მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს, ის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. თეორიულად ორი შანსია ხელისუფლება შეიცვალოს: ერთი არის არჩევნების გზა (ძალიან კარგად ვიცით ბოლო არჩევნები როგორ ჩატარდა, რა თქმა უნდა, ახლაც არ გვაქვს რაღაც სასწაულის მოლოდინი) და მეორე არის ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად, ყველა ველზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ ჩვენი პარტნიორებიც“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
მან ასევე ისაუბრა ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებაზე, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის „დანაღმულ ველზე შესვლა“.
„დანაღმული ველი არის საქართველოში ოპოზიციური პარტიის თითოეული წევრისთვის ყოველდღიური ცხოვრება. დანაღმული ველი არ არის დღეს, რაც ხდება ოპოზიციური პარტიების ლიდერების და წევრების წინააღმდეგ? დანაღმული ველი არ იყო, როცა ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ ბათუმში და დღემდე გამოძიებული არაფერია? დანაღმული ველი არ არის, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერების რაღაც ნაწილი ციხეშია? გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ, ძალით ხომ არ ვარ ოპოზიციაში, ჩემი გადაწყვეტილება ჩემი ღირებულების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებაა და მე ამ დანაღმულ ველზე ჩემი ნებით ვარ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის დანაღმული ველი“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
სიახლეები
- აქტივისტ უჩა ქემაშვილს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- “მე შემეძლო არ გადამეხადა გირაო, მაგრამ გადავიხადე იმიტომ, რომ ეს პროცესი კიდევ ერთხელ გაიწელოს და კიდევ ერთხელ ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ არც სასამართლო გვაქვს, არც სამართალი” - მამუკა ხაზარაძე
- სომხეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი მოჭრილი ყვავილები უკან გაბრუნებას დაექვემდებარა
- ლარის კურსი
- “საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება, თუ ცალკე” - გიორგი ვოლსკი