“დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვლება და ევროკავშირი იმ სტანდარტს დაუბრუნდება, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია” - გიორგი ვოლსკი შალვა პაპუაშვილის წერილზე
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს გამოეხმაურა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვლება და ევროკავშირი იმ სტანდარტს დაუბრუნდება, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია, რატომაც ჩვენ ავირჩიეთ ევროინტეგრაციის პროცესი. ეს ახლა წმინდა წყლის ყაჩაღობაა, პოლიტიკური ხულიგნობაა რასაც ვუყურებთ, რომ არ ჰქონდეს ასეთი მძიმე შედეგებზე გათვლა, ამაზე ცოტა შეიძლება ღიმილიანი შეფასებებიც გაგვეკეთებინა, მაგრამ გათვლა არის ძალიან ბოროტი. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა პროცესის საფუძველი არის ეს მიზეზი.
ევროკავშირი პირდაპირ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ლამის შურდულებით დასდევენ პოლიტიკურ ფიგურებს, მათთვის არ მოსაწონ პოლიტიკოსებს. გავიხსენოთ მარიამ ლაშხზე, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად თუ ჩემზე თავდასხმა. ეს თავდასხმა და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მოაწყვეს, შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს როგორც ბავშვს, ასევე დიდ ადამიანსაც.
ამ ვითარებაში თავისი პოლიტიკური და ფინანსური ასპექტებით, როდესაც პირდაპირ არის ჩარეული საერთაშორისო, მაღალი დონის წარმომადგენლობა, ევრო ბიუროკრატია, რომელიც ძალიან ბევრი ქვეყნისთვის მიუღებელია, რასაკვირველია ეს არის წერილის მთავარი შინაარსი და მე ვფიქრობ დღეს თუ არა ხვალ ამ ყველაფერს გარკვეული განვითარება ექნება მათ შორის შეფასებებშიც.
არ შეიძლება მუდმივად ასეთი დაძაბულობის რეჟიმში ცხოვრობდეს მსოფლიო. მოხდება ისეთი რამ, რაც საერთოდ დაგვავიწყებს ნებისმიერი საელჩოს განცხადებას და ჰერჩინსკის გვარიც არ გვემახსოვრება იმ მიმართულებით თუ განვითარდა, რასაც ომის პარტია ლამობს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩისადმი გაგზავნილ წერილს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს.
,,დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ. ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ”, – წერს პაპუაშვილი წერილში.
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი