“ამ ტიპის ქმედებები – მოსამართლეს წყალი შეასხა, ვიღაცას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო – ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს” - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიჩნევს , რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია წარმოადგენს იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც იმართება გარედან და მისი ქმედებები არაადეკვატურია.
როგორც დღეს კახა კალაძემ, ჟურნალისტებს ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე საუბრისას განუცხადა, მსგავსი ძალადობრივი ქმედებები და მათი წახალისება კატეგორიულად მიუღებელია.
„არ მინდა დაკავებულ ადამიანზე საუბარი, თუმცა მისი საქციელი და ქმედებები არის არაადეკვატური, ისიც წარმომადგენელია იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელიც იმართება გარედან. როდესაც გიბარებენ პარლამენტში და არ ცხადდები, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, რაც კანონით არის გაწერილი.
შესაბამისად, ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, ვინც არ გამოცხადდა აღნიშნულ კომისიაზე, განხორციელდება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.
რაც შეეხება შეურაცხყოფის მიყენებას, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალადობრივი ქმედებები, მოწოდება ძალადობისკენ კატეგორიულად მიუღებელია და ძალიან მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ გვინახავს, მაგალითად, დეპუტატზე ხელის დარტყმის, შეურაცხყოფის მიყენების არაერთი ფაქტი, რასაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვება ხოლმე, ახალისებენ ამ ყველაფერს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალადობრივი ქმედებები, მოწოდება ძალადობისკენ კატეგორიულად მიუღებელია და ძალიან მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებულობისა, ასეთი ქმედებების წინააღმდეგ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.
„მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური დამოკიდებულებებისა, ყველა უნდა გავერთიანდეთ იმიტომ, რომ ამ ტიპის ქმედებები – მოსამართლეს წყალი შეასხა, ვიღაცას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო და ამას ტაშს უკრავდე – ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს საზოგადოებაში, რადგან ძალადობას ყოველთვის მოჰყვება ძალადობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი