“თვლით თუ არა თქვენს თავს ნოტარიუსად? თქვენს შიშს, წულუკიანის მოყვანაზე, რამდენი ქულით შეაფასებთ? თუ ფორმალურად მაინც აპირებთ, დაიცვათ სასამართლო, ტესტი უნდა ჩააბაროთ” - გიორგი ვაშაძე მოსამართლეს
თავს დამნაშავედ არ ვცნობ - თვლით თუ არა თქვენს თავს ნოტარიუსად? რატომ გეშინიათ წულუკიანის მოყვანის? თქვენს შიშს წულუკიანის მოყვანაზე ერთიდან ათ ქულამდე, რამდენი ქულით შეაფასებთ?- ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემმოსამართლე ნატო ხუჯაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.
საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას, რაზეც ვაშაძეს გირაო აქვს შეფარდებული.
დღევანდელ პროცესზე გადაწყდება საქმე არსებით განხილვაზე გადავა თუ არა. დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებებს სადავოდ მიიჩნევს და კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დასაკითხ პირთა სიაში შეყვანას ითხოვს. ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ის, რომ კომისიის წევრები არ არიან დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი, პროკურატურის გულგრილობაა, სხვანაირად შეუძლებელია. არ არსებობს ამ პირთა დასაკითხი სიიდან ამოღების არანაირი საფუძველი. ჩვენ ხომ არ ვითხოვთ წულუკიანის დაკითხვას მის მიერ წარმოებულ ზიზღის კამპანიაზე, რუსეთის გზაზე დადგომაზე?“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
