"მადლობა სუსს ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის" - კობახიძე ბაჩიაშვილის დაკავებაზე
ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, გიორგი ბაჩიაშვილის „დაკავების ოპერაციისათვის“, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
„მე ზოგადად შემიძლია მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, სათანადოდ ჩატარდა“, - განაცხადა კობახიძემ 27 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას.
მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა „ოპერაციაში“, - იმ ფონზე, როდესაც სუსმა განაცხადა, რომ 26 მაისს „ანონიმური შეტყობინებით“ გაიგო, რომ ბაჩიაშვილი სასაზღვრო ზონაში გადაადგილდებოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება და ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე“, - თქვა კობახიძემ.
მან თქვა, რომ ვერ ისაუბრებს დეტალებზე, როგორ აღმოჩნდა ბაჩიაშვილი „მწვანე ზონაში“; „ვერცერთ დეტალზე მე ვერ გაგცემთ პასუხს“, - უთხრა მან ჟურნალისტებს და ისინი სუსთან გადაამისამართა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
