“ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ” - მიხეილ ყაველაშვილი
ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ. ამას ყველა უნდა შევეგუოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ სახელმწიფო არსებობს, იქ კონსტიტუციას და კანონს გვერდს ვერავინ აუვლის.
„ევროპარლამენტარები ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. როგორ უნდა მომხდარიყო მისი გათავისუფლება, როცა არსებობს სისხლის სამართლის დანაშაული, დაპატიმრებულია და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თავად როგორ წარმოედგინათ, დემოკრატიულ ქვეყანაში როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს აქტი?! თუ ქვეყანა არ არის დემოკრატიული, სამართლიანი, კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციაზე მორგებული როგორ უნდა განახორციელოს ეს აქტი?! როცა მოგიწოდებენ, რომ ეს აქტი უნდა განახორციელოთო, მაშინ კანონი უნდა დავარღვიოთ და ისე უნდა გამოვუშვათ სააკაშვილი, სხვანაირად ხომ ვერ მოხდება?! როგორ არაფრად გთვლიან, როგორ შეურაცხყოფას გაყენებენ, რომ თითქოს ეს ჩვენ შეგვიძლია“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი