"ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე"- ირაკლი კობახიძე
რასა იუკნევიჩიენე არის საბჭოური მიდგომების ერთ-ერთი გამხმოვანებელი და დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სააკაშვილი იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანას სჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი დამოკიდებულებები, რაც ამ ადამიანებისგან არ მომდინარეობს.
„ჯო უილსონი და ქალბატონი რასა არიან აბსოლუტურად ერთნაირი ტიპაჟები, პირდაპირ გამოსჭვივის „ცეკას” სულისკვეთება ამ ადამიანებისგან. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას წარმოადგენს ქალბატონი რასა და როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საკუთარი საბჭოთა გამოცდილებიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, რასაც ვერ ვხედავთ ასეთი ადამიანების მხრიდან. ის ნამდვილად არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი, მასთან ჯერ კიდევ მაშინ მეგობრობდა, როდესაც იყო სააკაშვილი რეჟიმის ხელმძღვანელი და ამ მეგობრობას აგრძელებს დღემდე, რაც ყველაზე კარგად ახასიათებს ამ ადამიანს,”- განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
