"ოქრუაშვილის დაკავებაზე: თუ ყოფნის ადამიანს სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება" - პაპუაშვილი
”ყველა ზრდასრული ადამიანია, ყველა იცნობს საქართველოს კანონმდებლობას, ყველამ ეს ნაბიჯი გადადგა გააზრებულად. ასე რომ, შედეგსაც ყველა შეეგუა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების არ დათანხმება, ეს ყველამ მშვენივრად იცის. ყველამ იცოდა, რა იქნებოდა ამის შედეგი. ყველა გააზრებულად და განზრახ წავიდა ამ დარღვევაზე. თუ ყოფნის ადამიანს იმის სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული გირაო პატიმრობით შეუცვალა, ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
