,,არ მგონია, „MEGOBARI აქტი“ ისეთი საკითხი იყოს, რომ ტრამპს უღირდეს, სენატს ან წარმომადგენელთა პალატას დაუპირისპირდეს"- ზურაბ ჯაფარიძე
არ მგონია, „MEGOBARI აქტი“ ისეთი საკითხი იყოს, რომლის გამოც ტრამპს უღირდეს, დაუპირისპირდეს ან სენატს, ან წარმომადგენელთა პალატას, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ ტრამპი დოკუმენტს ხელს მოაწერს, ძალიან მაღალია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, „MEGOBARI აქტს“ სენატშიც ძალიან მაღალი ორპარტიული მხარდაჭერა ექნება.
„სავარაუდოდ „MEGOBARI აქტზე“ სენატშიც იქნება ძალიან მაღალი ორპარტიული მხარდაჭერა როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხრიდან. არ მგონია, ეს ისეთი საკითხი იყოს, რომლის გამოც ტრამპს უღირდეს, რომ დაუპირისპირდეს ან სენატს, ან წარმომადგენელთა პალატას, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ ტრამპი მაგას ხელს მოაწერს, ძალიან მაღალია, რაც იქნება პრეცედენტი. ახალი ადმინისტრაცია დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით. პოზიციის დაფიქსირება ნიშნავს, რომ დოკუმენტით განისაზღვრება, რა პრობლემებია ქვეყანაში, როგორი უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკა და ვინ დასანქცირება,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი