,,ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო"- ნანა ქადაგიშვილი
ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილია, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, მაშინ დავხურავთ ამ საქმეს და ყველანი ჩვენ-ჩვენი გზით წავალთო, – ამის შესახებ,”ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლევან პატეიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის მეგობარი და იურისტი იყო, ქადაგიშვილს მეორედაც დაურეკა და განუცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი მასზე გაბრაზებული იყო, მაგრამ 10 მილიონის გადახდის შემთხვევაში, მისი მეუღლის საქმეს შეწყვეტდა.
“ეს შემომითვალეს ლევან პატეიშვილის პირით, რომელიც იყო სააკაშვილის ძმის იურისტიც და მეგობარიც. ჩემგან უარი მიიღეს და ვუთხარი, რომ არ ვიცი როგორ მოახერხეთ, მაგრამ თქვენ ყველა ანგარიში სადაც კი რამე ქონება და თანხა გვქონდა, ბარათებიც კი რაც სახლში გვქონდა, ისინიც კი ამოიღეს. ასე რომ, ელემენტარული ფულითაც არ დავრჩენილვართ სახლში. როდესაც ადამიანს ბანკი გაქვს, ფულს სახლში რატომ დადებ, თუ გაქვს?!
მეორე ჯერზე, მირეკავს [პატეიშვილი] და მეუბნება ცინიკურად, რომ ადეიშვილი საერთოდ გაბრაზებულია თქვენზე და შემოგითვალა, რომ 10 მილიონი დოლარი მოიტანე და ამ საქმეს შევწყვეტო.” – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.
სიახლეები
- მარწყვის მუსი
- მარწყვის მუსი
- "ბოლო ორ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ პარტიად რეგისტრაციაზე" - ლევან ცუცქირიძე
- "იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება" - პაველ ჰერჩინსკი
- "ოქრუაშვილის დაკავებაზე: თუ ყოფნის ადამიანს სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება" - პაპუაშვილი