ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა. რწმუნებულები შეიცვალნენ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
- მცხეთა-მთიანეთში დავით ნოზაძე ალექსანდრე ზაგაშვილმა შეცვალა;
- შიდა ქართლში - ლევან ხარაბაძე სიმონ გულედანმა;
- სამცხე-ჯავახეთში - ბესიკ ამირანაშვილი ზაალ გელაშვილმა;
- გურიაში - გიორგი ურუშაძე გიორგი ღურჯუმელიძემ;
- ქვემო ქართლში - გიორგი დოხტურიშვილი ლევან ხარაბაძემ.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს“, - წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ დღეს, 6 მაისს, გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყო. „ქართული ოცნების“ მთავრობაში რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას კახა გულედანი იკავებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
