"დოიაშვილის შემთხვევაზე აქცენტს არ ვაკეთებ, მაგრამ ზოგადად ორმაგი სტანდარტია, როცა იმას აკეთებენ, რაც აწყობთ"- კახა კალაძე
დედაქალაქის მერის განცხადებით, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ყოფილი ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის მიერ შანხაის თეატრთან კონტრაქტის გაფორმების საკითხზე აქცენტის გაკეთება არ სურს.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ზოგადად არსებობს ორმაგი სტანდარტი – რაც აწყობთ, იმას აკეთებენ, თუმცა, საზოგადოება რეალობას კარგად ხედავს.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ ვაკეთებ აქცენტს. მაგალითისთვის, ავიღოთ თუნდაც რუსეთი და რუსული ესტრადა. ჩვენ გვახსოვს საქართველოში მოღვაწე ქართველი მომღერლები, რომლებმაც კარიერა რუსეთში აიწყვეს, უამრავ კონცერტს მართავდნენ, საქართველოში ცხოვრობდნენ და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩადიოდნენ კონცერტების გასამართად. შემდეგ აქციებზე გამოდიოდნენ პოლიტიკური შეძახილებით და გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთი ცუდია, თითქოს ჩვენ მივდიოდით რუსეთისკენ, მაშინ როცა ყოველკვირა რუსეთში დადიოდნენ. ზოგადად, მათი დამოკიდებულება არის ორმაგი სტანდარტი, როგორც აწყობთ და რაც აწყობთ, იმას ამბობენ და აკეთებენ, თუმცა ხალხი ყველაფერს ხედავს და რეალობას ხვდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
