"კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო"- ირაკლი გედენიძე მიხეილ სააკაშვილზე
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმის“ განხილვა მიმდინარეობს, პოლიტპატიმარი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე საუბრობს.
ირაკლი გედენიძე იხსენებს ტობავარჩხილზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მომენტს, როდესაც მან ჰკითხა თუ ვინ „გაუჩალიჩა“ დაკავება ახალაიამ, თუ ვანო მერაბიშვილმა.
„ახალი გამოშვებულები ვიყავით საშინლად დასტრესილები. ქუჩაში ვერ გავდივარ ელემენტარული ყველაფერში ეჭვი შემაქვს. მეუღლემ და მეგობრებმა მოდი მთაში წავიდეთო, თანხა გადავიხადეთ, რაღაც ტური იყო ტობავარჩხილზე და წავედით.
5 დღის სავალი იყო ასვლა-ჩამოსვლით, მეორე ღამეს უკვე რომ ვათენებდით ცოტა ამინდი გაუარესდა და აღარ მივდივართ, ვკითხულობთ რატომ არ მივდივართ და ვიღაცას ველოდებითო. ანუ ყველამ იცის თურმე, რომ იქ სააკაშვილი უნდა ამოვიდეს. არის მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეები, არჩევნების წინა პერიოდია. მერე ვიღაცამ ჩუმად გამაგებინა, რომ სააკაშვილს ველოდებითო დროში რომ გაიწელა. ხუმრობით ვთქვი რა იყო აქ რომ არ ვენახე იქ ვერ მნახავდა-თქო. ავედით, დავბანაკდით. ამოვიდა შემომხედა, სხეულის ენა ასე თუ ისე ვიცი ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, არ გაჰკვირვებია იქ, რომ დამინახა. ჩვენ გავაგრძელეთ გზა. დაბანაკდნენ გაშლილ მინდორზე იმ ადგილას, სადაც ჩვენც უნდა ვყოფილიყავით. უარი ვთქვი, წავედით, სადღაც 50 მეტრით მოვშორდით, ცოტა უარესი ადგილი იყო, იმიტომ რომ იქ ქვიანია მინდორს ვერ იპოვი, ქვიანზე გავათენეთ ჩვენს კარვებში ღამე.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
