"საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარების ალბათობა არ არსებობს"- შალვა პაპუაშვილი
“საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარების ალბათობა არ არსებობს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ჰყავს.
„მილიონ 120 ათასი ადამიანის პოლიტიკურ გენოციდს ვერავინ ჩაატარებს, რადგან ან ქვეყნიდან უნდა გაყარონ, ან სახლში ჩაკეტონ და ხმა არ ამოაღებინონ. ამ ქვეყანაში მილიონ 120 ათასს ადამიანს ვერავინ გააჩუმებს, რაც არ უნდა ფული ხარჯონ და გეგმები აწყონ.
აქ შეცდნენ. „ქართული ოცნების“ გამორჩეული გამარჯვებიდან ექვსი თვე გადის და შეგვიძლია, გავიხსენოთ, ეს რა იყო. ქართულ არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა ვნახეთ, მათ შორის თავის პრანკობაში უჩა ნანუაშვილმა აღიარა, რომ არჩევნებამდე ფინანსურად, პოლიტიკურად დახმარება იყო, რათა ქართველ ხალხს აერჩია არა თავისი ხელისუფლება, არამედ აქ მარიონეტები დაესვათ. პროცესებში ჩართული იყო ფინანსები და პოლიტიკოსები, რომლებიც აქციებს ატარებდნენ. ამაში ზოგიერთი დიპლომატიც იყო ჩართული, რომელთაც თავიანთი პროფესიული ეთიკა სასწორზე დადეს.
ზოგიერთი ელჩი წინასაარჩევნო კამპანიაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყო ჩართული. ყველა ამ ადამიანმა არჩევნებზე შოკი მიიღო, რადგან აღმოაჩინეს, რომ, ფულის, ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად, ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს. ამიტომ ვინც არჩევნებში დამარცხდა, სურთ, რამენაირად საზოგადოება არიონ, მაგრამ ეს არ მოხდება.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
