,,დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს და ატყუონ ერთმანეთი, ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს"- ირაკლი ზარქუა
,,დღეს იმ ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებსა და სამადაშვილებს, რომლებსაც ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ აქვთ და ატყუონ ერთმანეთი. ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს წევრად რჩება, თუმცა ულტიმატუმებით საუბარს არავის „გაუტარებს“.
„რაც შეეხება ევროსაბჭოში დღეს დაგეგმილ დებატებს საქართველოს თემაზე, იცით, რომ ჯერ კიდევ წინა ვიზიტზე პროტესტის ნიშნად დავტოვეთ. იქ, სადაც ქართულ სახელმწიფოს უსამართლოდ ულტიმატუმებით და უფლებების დარღვევით ესაუბრებიან, ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში ულტიმატუმებით საუბარს არავის გავუტარებთ. დღეს ეს ქვეყანა სულ სხვა ქვეყანაა – ეს არ არის მონების ქვეყანა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის სახით აგენტურა მართავდა. დღეს, როგორც არასდროს, ისეა დამოუკიდებელი, თავისუფალი – ამ ქვეყანას მართავს ქართველი ხალხი, შესაბამისად ჩვენ არავის მივცემთ უფლებას და არ „გავუტარებთ“ ულტიმატუმებით უსამართლო მოქცევას. აქედან გამომდინარე, დღეს იმ ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს, რომლებსაც ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ აქვთ და ატყუონ ერთმანეთი. ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ეს არის ჩვენი პასუხი“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
