"გვჭირდება გრძელვადიანი, კარგად გათვლილი სტრატეგია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა"- ვლადიმერ ბოჟაძე
„გვჭირდება გრძელვადიანი, კარგად გათვლილი სტრატეგია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით კანონის გამკაცრება ნარკორეალიზატორებთან მიმართებით“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე განაცხადა, რომელიც ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, შეიქმნება პროგრამები, რომელიც დაეხმარება ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დაუბრუნდნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
„იცით, რომ ნარკოდამოკიდებულება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ ათიათასობით ადამიანია, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარს. გვჭირდება გრძელვადიანი, კარგად გათვლილი სტრატეგია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით კანონის გამკაცრება ნარკორეალიზატორებთან მიმართებით. იცით, რომ დაზუსტდება დოზები, სხვა რეგულაციები ამ მიმართულებით, თუმცა მეორეს მხრივ, გაგრძელდება ყველა ის პროგრამა და დამატებით შეიქმნება პროგრამები, რომელიც დაეხმარება ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დაუბრუნდნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ჩვენ ვიქნებით მკაცრები და დაუნდობლები სწორედ ნარკორეალიზატორების მიმართ და არა – ნარკომომხმარებლების“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
