„ნაცმოძრაობამ“ გუშინ რაც ჩაიდინა, სამარცხვინოა, მაგრამ ესეც არ არის ახალი, 13 წელია, თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი” – ჩერგოლეიშვილი
“ის, რაც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, არის სამარცხვინო, მაგრამ ესეც არ არის ახალი, რადგან 13 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი”, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
„არსებობს ასეთი ძალიან კარგი ლეგენდა კიბო, ქარიყლაპია და გედის შესახებ, რომლის სიბრძნე, მორალი იმაშია, რომ შენ ტვირთი შეგიძლია წინ წაიღო მხოლოდ მაშინ, თუ ერთი მიმართულებით მიგაქვს. აქამდე პოლიტიკური სპექტრი დადიოდა მოჯადოებულ წრეზე და ცდილობდა შეთანხმების მიღწევას იქ, სადაც ვერ თანხმდება და არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ პირველ რიგში საკუთარ თავთან მარცხდებოდა. შეიძლება, ეს ვიღაცას ნაკლებად ამბიციურად მოეჩვენოს, რადგან მიჩვეულები არიან ამ პოლიტიკური სპექტრისგან ტყუილ, გაბუქებულ დაპირებებს, მაგრამ ეს არის ერთადერთი ოპტიმალური სწორი გზა, რომელიც შესაძლებელია. ოღონდ ეს გზა არ ზღუდავს არავის, თუ რაღაც ჯადოსნური გეგმები აქვთ და სხვა გზები, ამ გზებით იარონ. უბრალოდ ჩვენი კოორდინაციის ნაწილი ეს ვერ იქნება და თავისთვის იყვნენ. ის, რაც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, არის სამარცხვინო, მაგრამ ესეც არ არის ახალი, რადგან 13 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი. შესაბამისად, იმის გამო, რომ აქ ცენტრში არის პროტესტი, ხალხი და ხალხის ინტერესი, აქედან გამომდინარე, სააკაშვილი ცდილობს, რომ ამ პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს. სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა ის, რაზეც ვიყავით შეთანხმებულები. არაადეკვატური მოლოდინები გააჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ უსაქციელობამ და მათი პოლიტიკოსების არასწორმა განცხადებებმა, ამიტომ სალომე ზურაბიშვილს გუშინ ვერაფერს ვუსაყვედურებდი“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
სიახლეები
- ბანერები წარწერით „იამაყე შენი ქვეყნით!“, „იამაყე ქართველობით!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
- "საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
- "ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა