"ქართულ კანონმდებლობაში ძლიერი ამერიკული კანონი შემოგვაქვს, რათა საზოგადოებამ იცოდეს ყველა უსამშობლო, ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებს აფინანსებს " - ირაკლი ზარქუა
“ქართული ოცნების” წევრი – ირაკლი ზარქუა „ფარაზე“ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ნიკა გილაურის კომპანიამ 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა.
„ფარას“ მიერ ცნობილი გახდა, რომ თურმე, ნიკა გილაურს ლობისტური კომპანიები ჰყავს დაქირავებული და 600 ათასი დოლარი გადასახდელი. ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ საქართველოში „ფარას“ შემოტანა ამიტომაც გვინდა. ქართულ კანონმდებლობაში მკაცრი და ძლიერი ამერიკული კანონი შემოგვაქვს. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა უსამშობლო, ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებს აფინანსებს, მათ თაობაზე საზოგადოებამ იცოდეს“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
