“ხელისუფლების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს” – დავით მათიკაშვილი
“ხელისუფლების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს – ძნელად წარმოსადგენია, თუ რა საფუძველი და არგუმენტი უნდა მოიყვანონ საქართველოსადმი ანტაგონისტურად განწყობილმა ძალებმა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნის შესაბამისად პოზიტიურად შეფასდა.
“გაკეთდა კონკრეტული მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალიან მაღალი სტანდარტით ჩაატარა ეს არჩევნები. ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს, ამიტომ ძნელად არის წარმოსადგენი თუ რა საფუძველი და არგუმენტი უნდა მოიყვანონ საქართველოსადმი ანტაგონისტურად განწყობილმა ძალებმა თუკი რაიმე ფორმით შეეცდებიან ნეგატიური გადაწყვეტილების მიღებას”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
