"თუ ვიღაცა გადარეულმა დაარწმუნა, რომ ზურაბიშვილმა უნდა დაიკავოს სახელმწიფო შენობა, თან ვიღაცებთან ერთად ჯგუფურად ჩაიდინოს ეს დანაშაული, დანაშაულს რომ სასჯელი მოსდევს ხომ ყველამ იცის?"- მამუკა მდინარაძე
თუ ვიღაცა გადარეულმა დაარწმუნა, რომ ზურაბიშვილმა უნდა დაიკავოს სახელმწიფო შენობა, თან ვიღაცებთან ერთად ჯგუფურად ჩაიდინოს ეს დანაშაული, დანაშაულს რომ სასჯელი მოსდევს ხომ ყველამ იცის?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ანა დოლიძის განცხადებას, რომ მზად არიან დარჩნენ ორბელიანების სასახლეში და გამოაცხადონ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება.
მამუკა მდინარაძის თქმით, ამას არ ჰქვია განცხადება, ისინი აგიჟებენ სალომე ზურაბიშვილს.
„ეს მაინცდამაინც აღარ სჭირდება ამ ქალბატონს, მაგრამ აგიჟებენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ახლა უბრალოდ აქ განსხვავება ის იქნება, მართლა გააგიჟებენ საბოლოოდ და ეს ადამიანი იტყვის, მე პრეზიდენტი, რა ვიცი, რაღაცებს იძახებს, სტალინი ვარ, ამბობენ ხომ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები. ძალიან დიდი ბოდიში ამას რომ ვამბობ, მაგრამ არის რაღაცა, როდესაც სამკურნალო ხდება ადამიანი, ასეთი რაღაცებით გაგვიგია ხომ, რაღაცებს იბრალებენ და მე ვარ პრეზიდენტი, კიდევ ამას დაიბრალებს და ეს ამ კატეგორიაში გავა, გაგიჟდა ეს ქალიო, ყველა იტყვის, თუ დანაშაულს ჩაიდენს საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი რომ ამაში შეჰყვება. დანაშაულს ჩაიდენს თუ არა ის მარტო, თუ ეს იქნება თანამზრახველებთან ერთად და მრავალწლიანი პატიმრობისთვის საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც გაწირავს და ისინიც ამაში შევლენ, ეს მათი გადასაწყვეტია.
სიახლეები
- “გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში” - შალვა პაპუაშვილი
- “პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ - სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები - ბრძოლა ბოლომდე!” - გიორგი ახობაძე
- რუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს ცემენტმზიდი და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა - შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა
- “მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში - ღირსების ბრძოლაში დამარცხდა” - გიორგი გახარია
- „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს