"ჩვენსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებისას, ტრამპის გაცხადებული გეგმა, რომ ომი უნდა დასრულდეს, სრულიად შეცვლის საქართველოში ყველა პირობას" - მარიამ ლაშხი
“ჩვენსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებისას, ტრამპის გაცხადებული გეგმა, რომ ომი უნდა დასრულდეს, სრულიად შეცვლის საქართველოში ყველა პირობას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
”როდესაც ერთი მხრივ, ყველაფერი უწოდეს ტრამპს, გალანძღეს ბოლო სიტყვებით და მერე უცებ შექმნეს ისეთი აღქმა თითქოს სალომე ზურაბიშვილის რამდენიმე წამიანი დერეფანში მოწყობილი დახვედრით, მივარდნით შეიძლება ყველაფერი ქნა შენი ქვეყნისთვის, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებს ეხება გადახვიდე ზღვარს, თუმცა, არსებობს რაღაცა ეთიკა, რაღაც დიპლომატიის სახე და ეს სახე არ უნდა დაკარგო.
ამ ეტიკეტის დარღვევით უფრო მეტად სასაცილო პოზიციაში აღიქვეს, თან მათ ვინც არ იციან, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დერეფანში გამოცნაურებით არ წყდება, განწყობა შეუქმნა, რომ თითქოს ტრამპთანაც, რომელსაც მანამდე ძალიან ლანძღავდნენ თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაშინ რატომ აქვთ შიში 20 იანვრის, რატომ ფიქრობენ და რატომ გვაქვს ჩვენ პოზიტიური მოლოდინები?! ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. საიდან შეიძლება გაგიჩნდეს პოზიტიური განწყობები იმისა, რომ ტრამპი როდესაც მოვა შეიცვლება რიტორიკა, შეიცვლება პოლიტიკა?! პირველ რიგში მისი ძალიან გაცხადებული გეგმით, რომ ომი უნდა დასრულდეს და ომის დასრულება საქართველოში სრულიად შეცვლის ყველა ამ პირობას. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჩვენსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა დაიწყო იმ დროიდან, როდესაც უკრაინაში ომი იყო და ჯეფრი საქსი ამბობს, რომ იმის მაგივრად დაგვეხედა რუკისთვის, მართლა გააზრებული და ფრთხილი პოლიტიკა დაგვეწყო ამ ყველაფრის ფონზე, ეს ერჩიათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენ გვახსოვს პირველივე შეხვედრებზე, როდესაც დიპლომატები მოდიოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, პირდაპირ გვაიძულებდნენ, დადექით ან ომის ჩართულობის მხარეს, ან სანქციების მხარეს, ან ჩვენთან ერთად არ დგახართ,“ – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
სიახლეები
- “გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში” - შალვა პაპუაშვილი
- “პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ - სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები - ბრძოლა ბოლომდე!” - გიორგი ახობაძე
- რუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს ცემენტმზიდი და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა - შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა
- “მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში - ღირსების ბრძოლაში დამარცხდა” - გიორგი გახარია
- „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს