“საქართველოს თუ სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ოჯახს, უნდა დაეყრდნოს ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას” – პაველ ჰერჩინსკი
‘საქართველოს თუ სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ოჯახს, უნდა დაეყრდნოს ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, თავისუფალი მედია აბსოლუტურად აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის.
„ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვდგავართ თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების პრინციპებზე. თავისუფალი მედია აბსოლუტურად აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს კი, თუ სურს, გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი, შეუერთდეს ევროკავშირის ოჯახს, უნდა დაეყრდნოს იმავე ღირებულებებს. ეს არის ჩვენი საერთო ღირებულებები – დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება.
ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ აზრთა მრავალფეროვნებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანებს, თავიანთი აზრის მშვიდობიანად გამოხატვაში. სწორედ ამიტომ, ძალადობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თბილისის და სხვა მრავალი ქალაქის ქუჩებში, აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. გვესმის მათი ხმა, რომ სურთ უკეთესი მომავალი საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის გვერდით, მათი ევროპული არჩევანის გვერდით“, – აღნიშნა ელჩმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
