,,ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდეს, რომ პარტიები მუშაობენ” – მიხეილ სააკაშვილი
“საზოგადოება თვითორგანიზების სასწაულებს აჩვენებს.
სწორია, რომ პოლიტიკოსები არ ცდილობენ, მოასხდნენ პროცესს. და მაინც, ეს არის საბოლოო ჯამში პოლიტიკური პროცესი და მხოლოდ იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ბევრი პოლიტიკოსი აქციაზე დგას, საკმარისი არაა”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კარგია. რომ გაკეთდა საერთო საინფორმაციო ცენტრი, მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი.
“საჭიროა, აქციების პარალელურად, ბევრად უფრო მჭიდრო საჯარო ინტერაქცია.
ის, რომ მერიოტთან “პოლიცია” თავს დაესხა ოთხ პარტიულ ფორმატს და ამის შემდეგ გვარამია დაიჭირეს და პარტიულ ოფისებში შევიდნენ, ნათლად აჩვენებს იმას, რომ დიქტატურას ეშინია ამ ფორმატის.
მეორე მხრივ, ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდეს, რომ პარტიები მუშაობენ. მხოლოდ “ორბელიანების სასახლეში” სიარული საქმეს არ შველის, ვინაიდან მალე ამ შეკრების ადგილსაც მოხურავენ”, – წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- ,,თვითმმართველობის არჩევნებში „ხალხის ძალა“ წარმოდგენილი იქნება როგორც პარლამენტში, ასევე მუნიციპალურ დონეზე" - გურამ მაჭარაშვილი
- ნარკოტიკების შემოტანა-შენახვა-შეძენა -რეალიზებისთვის 44 პირი დააკავეს
- საფრანგეთში ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს
- ,,პროტესტის გზა და ე.წ. არჩევნების გზა სხვადასხვაა, „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ“ არ გამოვა!"- ლევან სანიკიძე
- ,,ყველას გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო"- ილია მეორე