ევროსაბჭო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა
თბილისში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს ელოდებიან.
ვიზიტის დაწყებამდე, საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.
,,ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ელაპარაკა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული ვითარებისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, მან გამოხატა ევროსაბჭოს შეშფოთება მზარდი პოლარიზაციისა და პოლიტიკური ჩიხის გამო. მან ასევე გააკეთა მოწოდება რელევანტური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი ესკალაცია. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა თავის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მის ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს მისი დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე გამოხატა მზადყოფნა, განაგრძოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის – სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ევროსაბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის არსებული იმ სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპულ გზაზე გაჰყვება. ამ კონტექსტში, გენერალური მდივანი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოსვლას აპირებს”, – წერია ევროსაბჭოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
