"სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები დგანან ძალადობის უკან" - ირაკლი კობახიძე
4 პარტიაა - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ პრაქტიკულად ღიად განაცხადეს, რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ისინი ამ ყველაფრისათვის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
„რაც შეეხება პოლიტიკოსების პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან, თუ რაში აქვთ თავი შეყოფილი, თუმცა, პატრონის დავალება პატრონის დავალებაა და ამაზე უარის თქმა, მათთვის უბრალოდ შეუძლებელია, ასეთია აგენტის ბედი და ასეთია აგენტის ხვედრი. რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის. წაიკითხავდით დილით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცია დაკავებული ძალიან მძიმე, სავარაუდო დანაშაულისთვის და მას 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება იმის გამო, რომ მძიმედ დააზიანა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობა. ეს არის რა თქმა უნდა, ამ ავანტიურისტების პასუხისმგებლობა. 4 პარტიაა - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ პრაქტიკულად ღიად განაცხადეს, რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან. რა თქმა უნდა, ისინი ამ ყველაფრისათვის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. შესაბამისად, ეს ყველაფერი ყველამ უნდა გაითვალისწინოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისინი პატრონის დავალებას ვერ გაცდებიან, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ მცდელობასთან, რასაც კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა ჰქვია. გასაგებია, რაზეც გვაქვს საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი