“ღიად, ურცხვად, ქუჩაში მიმდინარეობს ბავშვების გამოყენება პოლიტიკური და სხვა მიზნებისთვის” – თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი საპროტესტო აქციებზე არასრულწლოვნების მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ბავშვებს პოლიტიკური და სხვა მიზნებისთვის იყენებენ.
“2012 წლის ბოლო ან 2013 წლის დასაწყისი.
საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელი მობრძანდა იუსტიციის სამინისტროში ახალი მინისტრის გასაცნობად. მან კარგად ისაუბრა ორგანიზაციის მისიასა და მიზნებზე, მომეწონა.
პასუხად ვკითხე, თუ რატომ არ ჰქონდა ორგანიზაციას არც ერთი განცხადება გაკეთებული ან ნაბიჯი გადადგმული, როცა “ნაცების” რეჟიმმა ბავშვებით გადაავსო ციხეები და არაადამიანურად ეპყრობოდა მათ. პასუხი: ციხის სისტემა დახურული იყო ჩვენთვის და შიგნით რა ხდებოდა, არ ვიცოდითო. ეს შავი ლაქაა თქვენს საქმიანობაში საქართველოში-მეთქი და მის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ არ მიპასუხა და თავი ჩაღუნა.
ახლა, ღიად, ურცხვად, ქუჩაში მიმდინარეობს ბავშვების გამოყენება პოლიტიკური და სხვა მიზნებისთვის. ახლაც არ იცით?”, – წერს წულუკიანი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
