“ჩვენ გვინდა დასავლეთთან მეგობრობა და არა გავლენები; საქართველოში გავლენა აქვს ქართველ ხალხს” – მდინარაძე
“ჩვენ გვინდა დასავლეთთან მეგობრობა და არა გავლენები, მაგრამ ამას ზედმიწევნით წარმატებით ვახორციელებთ, რომ ასე დალაგდეს და ოკუპაცია აღარ იყოს ამ ქვეყანაში და შერიგებით შევძლოთ დეოკუპაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“საქართველოში გავლენა აქვს ქართველ ხალხს და თქვენ ამას ვერ ეგუებით [მედიასაშუალებებია ნაწილი]. გინდათ, რომ მაინცდამაინც დასავლეთში არსებულ რაღაც კონკრეტულ ძალებს ჰქონდეთ გავლენა. ჩვენ ესეც არ გვინდა. ჩვენ გვინდა დასავლეთთან მეგობრობა და არა გავლენები, მაგრამ ამას ზედმიწევნით წარმატებით ვახორციელებთ, რომ ასე დალაგდეს და ოკუპაცია აღარ იყოს ამ ქვეყანაში და შერიგებით შევძლოთ დეოკუპაცია. „ნაცმედიის ტელევიზიები“ მტრებს უწოდებთ აფხაზებს და ოსებს, ერთი კვირა ამაზე იყო საუბარი მედიაში“, – აღნიშნა მდინარაძემ.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
