,,დიდი მადლობა ბატონ პრემიერს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის" – ანრი ოხანაშვილი
,,დიდი მადლობა ბატონ ირაკლის განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
,,ჩემთვის პატივია, ვიყო მისი ხელმძღვანელობით მთავრობის შემადგენლობაში. ასევე, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ რატი ბრეგაძეს, ჩვენი გუნდის წევრს, გაწეული დაუღალავი შრომისთვის და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. ასევე, წარმატებას ვუსურვებ მას შემდეგ საქმიანობაში”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
