"მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
“მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ იმ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის ეს სამშობლო არ არის, ავანსცენაა იმისთვის, რომ გამოვიდნენ, თავი მოიწონონ, აქეთ-იქით იარონ, ხელი ჩამოართვან, ვიღაც უცხოელებთან ერთად ფოტოები გადაიღონ.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გიორგი კანდელაკის მორალის მქონე ადამიანებთან. გახსოვთ, როდესაც ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებაზე იყო საქმე, საბოლოოდ, დაუდასტურებელ ინფორმაციად იყო ის, რომ გიორგი კანდელაკს და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ ლიდერებს ბრიუსელის დერეფნები ატალახებული ჰქონდათ იმ მოთხოვნით, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ დაეწესებინათ. ეს მაშინ ჩვენ ვიცოდით, როგორც მოარული ამბავი, რომელიც საჯაროდ არავის დაუდასტურებია, ახლა ხომ ვნახეთ, რომ ეს ხალხი ამის გამკეთებელია?! ეს არის გიორგი კანდელაკის მორალის მქონე ხალხი, რომელსაც სამშობლოს შეგრძნება არ აქვს. მათ ეს კუთვნილება, რა არის შენი სამშობლო, შენი ქვეყანა, ერი, შენი ხალხი, არ აქვთ. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ისინი დავალებებს რასაც იღებენ, ზუსტად ისე მოქმედებენ. ამდენი ხანი ხომ იმუქრებიან, რომ პერსონალური სანქციები უნდათ, ახლა ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ, რომელიც ბრიუსელში ბრძანდებოდა და ზუსტად გიორგი კანდელაკის მორალით ატალახებდა ბრიუსელის დერეფნებს, გაგვიმხილა, რომ პერსონალური სანქციების დაწესება ვერ ხერხდება, მაგრამ გამოსავალი ვნახეთ – ეს არის ის, რომ იქნებ ხალხი დავაზიანოთ და ვიზალიბერალიზაციაზე რამე გავაკეთოთო. ასეთი მორალის ხალხმა, საერთოდ როგორ მიიღო ერთი ხმა ამ ქვეყანაში? მათთვის ეს სამშობლო არ არის, ავანსცენაა იმისთვის, რომ გამოვიდნენ, თავი მოიწონონ, აქეთ-იქით იარონ, ხელი ჩამოართვან, ვიღაც უცხოელებთან ერთად ფოტოები გადაიღონ. მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ იმ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი