“ცივა – მერე რა?! გაწვიმდება – მერე რა?! ქუჩები გადაიკეტება, გასაგებია” – ნიკა მელია
“ცივა – მერე რა?! გაწვიმდება – მერე რა?! აცივდება – მერე რა?! შეფერხება შევუქმენით ერთმანეთს, თბილისის ქუჩები გადაიკეტება – გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელიც საბოლოოდ თრომბად გადაიქცევა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნებათ”, – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მელია თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც აქტივისტებმა ღამე გაათენეს.
ამიტომ უმჯობესია, ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს.
“მეგობრებო, გელოდებით ყველას აქ, ამ ლოკაციაზე, თბილისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ ადგილზე, საიდანაც ეს პროტესტი გაიშლება თბილისის სხვადასხვა ადგილში. ეს გარდაუვალია. გულზე მჯიღის ცემის დრო წავიდა. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა, ამ ნაბიჯების გადადგმის დღე დღეს იყო, მაგრამ ეს დღე პირველი დღეა და არა უკანასკნელი“, – მოუწოდა მელიამ მოქალაქეებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
