"ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნუ აყვებით პროვოკაციებს, არ მიიღოთ მონაწილეობა არასანქცირებულ აქციებში" - ასლან ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“, ასლან ბჟანია მოქალაქეებს მოუწოდებს, პროვოკაციებს არ აყვნენ და არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ.
„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყურადღებით მოუსმინონ ჩემს სიტყვებს. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნუ აყვებით პროვოკაციებს. არ მიიღოთ მონაწილეობა უკანონო, არასანქცირებულ აქციებში. ახლა ეს არ გვჭირდება. ახლა არის დრო, როდესაც უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე. ის საფრთხეშია და ჩვენი სამშობლო ამ მდგომარეობაში იმ ადამიანების ქმედებების შედეგად აღმოჩნდა, რომლებიც გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ. ჯერ კიდევ არ არის გვიან, ყველაფერის უკან დაბრუნება“, - აღნიშნა ბჟანიამ.
მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავალი მომავალი „საპრეზიდენტო არჩევნებია“.
„არჩევნები აჩვენებს, თუ ვინ სურს მრავალეროვან აფზახ ხალხს პრეზიდენტად. ეს არის გამოსავალი. არ არის გვიანი ამ ვარიანტის გამოყენება“, - აღნიშნა ბჟანიამ.
შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა აფხაზეთის „ოპოზიციას“ ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში „სამთავრობო“ შენობების კომპლექსი აქვს დაკავებული.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის
- აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო დეკლარაციის ტექსტი გამოაქვეყნეს
- "უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა - ვიყო ქალაქ ქუთაისის არჩეული მერი" - დავით ერემეიშვილი
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია