,,7 ნოემბერი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, იმ ბოროტების მანქანის მსახური ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ აღმოფხვრილი ქართული პოლიტიკიდან"- ნინო წილოსანი
7 ნოემბრის შემოქმედები ჯერ კიდევ არსებობენ ქართულ პოლიტიკაში,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„საბედნიეროდ, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო გამარჯვებულია იმ ძალაზე, რომელიც იყო 7 ნოემბრის შემოქმედი, თუმცა, სამწუხაროდ, ამავდროულად, ამ 7 ნოემბრის შემოქმედები ჯერ კიდევ არსებობენ ქართულ პოლიტიკაში. 7 ნოემბერი კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, ამ სისტემის შემქმნელი, სახელმწიფოს დამაქცეველი და იმ ბოროტების მანქანის მსახური ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ აღმოფხვრილი ქართული პოლიტიკიდან“, – აცხადებს წილოსანი.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
