"ზუსტად იგივე ხალხი, იგივე ევროპელები, იგივე ჩინოსნები და დიპლომატები გვაბრალებდნენ სააკაშვილის ტანჯვა-წამებას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს" - შალვა პაპუაშვილი
ახლა გვაბრალებენ იმას, რასაც გვაბრალებენ, რაც ასევე დადასტურდება, რომ ტყუილია. შემდეგ ბოდიშსაც არ მოიხდიან.,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა
განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროცესში
ქართველ ხალხს ერთმანეთს გადაკიდებენ და საზოგადოებას ერთმანეთთან დააპირისპირებენ.
“გვახსოვს უცხოელი მინისტრების, პრეზიდენტების განცხადებები, ხომ აღმოჩნდა ტყუილი დაბრალება, როგორც დღეს ხან სამი მინისტრი, ხან 13, ხან პრეზიდენტი და ხან ვინ რომ აკეთებს განცხადებას და აბრალებს საქართველოს, ქართველ ხალხს, თითქოს რაღაც წესების დარღვევა იყო. ზუსტად იგივე ხალხი, იგივე ევროპელები, იგივე ჩინოსნები და დიპლომატები გვაბრალებდნენ სააკაშვილის ტანჯვა-წამებას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს, გვაბრალებდნენ სანქციების გვერდის ავლას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს. ახლა გვაბრალებენ იმას, რასაც გვაბრალებენ, რაც ასევე დადასტურდება, რომ ტყუილია. შემდეგ ბოდიშსაც არ მოიხდიან. ამასობაში ჩვენ ნერვებს დაგვაწყვეტენ, ერთმანეთს გადაგვკიდებენ, დაგვაპირისპირებენ საზოგადოებას ერთმანეთთან. რა როგორ მოხდება, კაციშვილმა არ იცის. მერე ხელებს დაიბანენ, შემოგვხედავენ და წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში არეულობაა. ამ დონემდე მიიყვანენ ამ ქვეყანას და ბოდიშსაც არ მოიხდიან იმის გამო, რაც მათი ქმედებით არის. ასე რომ, თუკი ვინმე თენგოს და ბატონი გეგელიას ტოპტვინების იმედად არის ამ თუ სხვა ქვეყანაში, ეს მათი დიდი შეცდომაა. ეს შეცდომა არაერთხელ დაუშვიათ ზუსტად ევროპელ პოლიტიკოსებს, ჩინოსნებს თუ დიპლომატებს. გავიგე, ერთხელ შეგეშალა, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ შვიდჯერ?! სადღაც ხომ უნდა გაჩერდნენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, აღიარონ ეუთო/ოდირის დასკვნა, ვერ გაექცევიან ვერც ამ დასკვნას და ვერც იმ მილიონ 120 ათასამდე ამომრჩეველს, რომელმაც ხმამაღლა, მკაფიოდ დაუჭირა მხარი არა უბრალოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას და მომავალ გეგმებს, ეს არის დემოკრატია და ყველა შეეგუოს და აღიაროს დემოკრატია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი