"საკუთარი დაწერილი ეგზიტპოლები ხომ იზეიმეს? ვინ თქვა იქ, რომ გაყალბდა, რაიმე თქვეს საერთოდ იმ დღეს? არაფერი პრობლემა ხომ არ ჰქონდათ? უხაროდათ "- პაპუაშვილი – ოპოზიციაზე
“მთავარი ხომ ის არის, რომ დამთავრდა არჩევნები, საკუთარი დაწერილი ეგზიტპოლები რომ ნახეს, ხომ იზეიმეს? ვინ თქვა იქ, რომ გაყალბდა, რაიმე თქვეს საერთოდ იმ დღეს? არაფერი პრობლემა ხომ არ ჰქონდათ და იმარჯვებდნენ? უხაროდათ!”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ახმეტიდან ჩამოყვანილ ჯგუფებზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ მსგავსი ჯგუფები მოქალაქეებმა არა მხოლოდ ისნის საარჩევნო უბანზე, არამედ სხვა უბნებზეც ნახეს.
„ასეთი ჯგუფები იყო არა მხოლოდ ისანში, არამედ სხვაგანაც, ნახეთ, ჩვენს ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს თავს დაესხა ხალხი, რომელიც საერთოდ იქ არ უნდა ყოფილიყო. რა უნდოდა ისანში ადამიანებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ახმეტაში?! კენჭისყრაში მაინც მიეღოთ მონაწილეობა, სადაც არიან ჩაწერილები?! ჩამოყვანილი იყვნენ აქ იმისთვის, რომ ძალადობას ჰქონოდა ადგილი. აღმოჩნდა, რომ იყო რამდენიმე მობილური ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა მანქანით გადაადგილდებოდა ერთი უბნიდან მეორეზე, იმისთვის, რომ მოეწყოთ პროვოკაციები – სწორედ ეს საინფორმაციო ხმაური მოეწყოთ და შეექმნათ იმის აღქმა, რომ თითქოს, არჩევნების დღეს რაღაც არაკანონიერი ხდება.
მთავარი ხომ ის არის, აი, ხომ დამთავრდა არჩევნების, საკუთარი დაწერილი ეგზიტპოლები რომ ნახეს, ხომ იზეიმეს? ვინ თქვა იქ, რომ გაყალბდა, რაიმე თქვეს საერთოდ იმ დღეს? არაფერი ხომ არ ჰქონდათ პრობლემა და იმარჯვებდნენ? უხაროდათ! მათ თვალში 300 ათასი გაქრა. გაქრა საერთოდ ქართველი ხალხი მათ თვალში. საერთო ჯამში, ეს იყო მათი მიზანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი