" თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს " - გია ხუხაშვილი
არჩევნების შემდეგ ამ ეტაპისთვის დამდგარი რეალობის თავისებურებებზე „ინტერპრესნიუსი" პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გია, არჩევნების შემდეგ 5 დღეა გასული, არჩევნების შედეგებზე უამრავი განცხადება კი მოვისმინეთ ყველა მხრიდან, მაგრამ, სურათი მაინც არც ცხადია და არც ნათელი. თქვენი როგორ შეაფასებდით, იმ სურათს, რა რეალობაც ამ ეტაპზე გვაქვს არჩევნების შედეგების შემდეგ? მხედველობაში მაქვს ის, რომ მმართველ გუნდსა და ხელისუფლებას არჩევნების შედეგები მიულოცა, ბევრმა თავი შეიკავა და ასე შემდეგ...
- ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ვართ პროცესში, ვითარება საკმაოდ ბუნდოვანია. საზოგადოების დიდი ნაწილის განცდით, არჩევნები არის მოპარული. რაც მთავარია, არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული იმ დასავლური სამყაროს მხრიდან, რომლისკენაც კონსტიტუციით ჩვენ მივისწრაფვით.
ასე რომ, ჯერ ვითარება გაურკვეველია, ახლა ჩვენ ვართ სერიოზული პოლიტიკური კრიზისის საწყის ეტაპზე. კარგია, რომ ემოციებზე აყოლა არ ხდება და გარკვეულ წილად მოლოდინის რეჟიმში ვართ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
