,,საქართველოს მთავრობასთან გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რომ დავაჩქაროთ ევროპული ინტეგრაცია"- პიტერ სიიარტო
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
როგორც სიიარტო სოციალურ ქსელში წერს, უნგრეთი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს.
“ევროპის 13 საგარეო საქმეთა მინისტრი ამ დრომდე ვერ ხვდება, რომ დემოკრატია ხალხის ნებაა, ისინი ამ დრომდე ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს მთავრობა არ ინიშნება ბრიუსელიდან, არამედ ირჩევა თავად ქართველი ხალხის მიერ. სამწუხაროდ, 13 საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლიბერალური მეინსტრიმის აზრით, ქვეყანაში დემოკრატია არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ლიბერალური პარტია იმარჯვებს.
ჩვენ უნგრეთში გარე თავდასხმის შედეგებს 14 წლის განმავლობაში ვაწყდებით. თუმცა, ამოცანა იმაში არ მდგომარეობს, რომ ბრიუსელის მოლოდინები გამართლდეს, არამედ, რომ ხალხის ნება შესრულდეს. იგივე შეიძლება, ითქვას საქართველოს მთავრობაზეც, რომელთანაც ჩვენ მომავალში გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რომ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და დავაჩქაროთ ევროპული ინტეგრაცია. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!“, – წერს პიტერ სიიარტო.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
