ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ვიქტორ ორბანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. გაჟღერდა ორივე ქვეყნის ჰიმნი.
მხარეებს შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები გაიმართება, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, გუშინ ჩამოვიდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბანი ქვეყანას სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
