"ეს ხელისუფლებაც შეიცვლება, არაფერია მუდმივი" - პრეზიდენტი
არაფერია მუდმივი და მოვა ხელისუფლება, რომელიც არ დაემუქრება, რომელიც არ შეწყვეტს სოციალური დახმარების გაცემას და ეს არის ჩვენი მომავალი, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიცხოვროთ ამ შიშების გარეშე - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, რომელიც საჯარო მოხელეებს ეხებოდა.
ზურაბიშვილმა მიმართა საჯარო მოხელეებს და თქვა, რომ სწორედ კოალიციური მმართველობაა მათი ზეწოლისგან გათავისუფლების გზა.
“ისე არ ვიფიქროთ, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰყავს თავისი ამომრჩეველი და სწორედ ასეთი ზეწოლის შედეგად ჰყავთ ამომრჩევლების ასეთი ჯგუფი, მაგრამ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ხელისუფლებაც შეიცვლება, არაფერია მუდმივი და მოვა ხელისუფლება, რომელიც არ დაემუქრება, რომელიც არ შეწყვეტს სოციალური დახმარების გაცემას და ეს არის ჩვენი მომავალი, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიცხოვროთ ამ შიშების გარეშე, აგიტატორების გარეშე, კოორდინატორების გარეშე, მიკროავტობუსების გარეშე, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის გარეშე და მე მინდა, როგორც პრეზიდენტმა, მივმართო საჯარო მოხელეებს და ვუთხრა, რომ მათი ყველაზე კარგი დაცვა არის ის, რომ ჩვენ ერთპარტიულობიდან გადავდივართ მრავალპარტიულობაზე, კოალიციურ მმართველობაზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მმართველი აღარ იქნება და ბევრად უფრო გათავისუფლებული იქნება ეს გარემო”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის
- აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო დეკლარაციის ტექსტი გამოაქვეყნეს
- "უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა - ვიყო ქალაქ ქუთაისის არჩეული მერი" - დავით ერემეიშვილი
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია