წყლის ჭავლის მანქანები შევიძინეთ - ვახტანგ გომელაური
დაბა კრწანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზის პრეზენტაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა შეიძინეს.
„ახალი ტექნიკა შევიძინეთ, წყლის ჭავლის მანქანები შევიძინეთ, წინა მთავრობის მიერ 2006 ან 2007 წელს შეძენილი მანქანები უკვე დიდი ხნის იყო. მოკლედ, ეს განვაახლეთ. რამდენიმე ცალი, სხვადასხვა მოდიფიკაციის“, - თქვა გომელაურმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, როდის აპირებთ გამოყენებას, გომელაურმა უპასუხა: „როდესაც საჭირო იქნება“. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, განახლდა სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღება - შეძენილია როგორც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე პისტოლეტები და ა.შ.
შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ბაზა მოიცავს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელების საცხოვრებელს, სასადილოს და სასწავლო ოთახებს.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები 16 სექტემბერს დაუწესა. მათ შორის არიან პოლიციის მაღალჩინოსნებიც:
- ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი;
- მილერი ლაგაზაური, „ხარებას“ მოადგილე.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
