" საპატიო თავმჯდომარეს აგიჟებენ, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, აშშ-ის ელჩს რომ შეხვდება - ყოჩაღ! მაგარი პროგრესია! თუ ამ ტემპით იარეს, ევროკავშირში კი არ მიგვიყვანენ, პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ "- გიორგი გახარია
[„ქართული ოცნება“] აზრზე არ არის, როგორ იმართება საგარეო პოლიტიკა - საპატიო თავმჯდომარესაც აგიჟებენ, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, აშშ-ის ელჩმა ორი თუ სამი კვირის შემდგომ შეხვედრა რომ დაუნიშნა და ბედნიერია - ყოჩაღ! ძალიან მაგარი პროგრესია! თუ ასეთი ტემპით იარეს, ევროკავშირში კი არ მოგვიყვანენ, პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, „ქართული ოცნებისთვის“ ბევრად უფრო მძიმე სცენარი იქნება“.
მისი თქმით, ის, რომ „ვიღაც ტრამპის გამარჯვებას ელოდება, მითია, რომელიც უნდათ, რომ „ქართული ოცნების“ რიგით ამომრჩევლებს მიყიდონ“.
„მათ [„ქართულ ოცნებას“] საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა საგარეო პოლიტიკაზე. აზრზე არ არიან, როგორ იმართება საგარეო პოლიტიკა. იმ საპატიო თავმჯდომარესაც აგიჟებენ. იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ორი თუ სამი კვირის შემდგომ შეხვედრა რომ დაუნიშნა და ბედნიერია. ისეთი ბედნიერია, რომ გამოვიდა ტელევიზიაში და საყოველთაოდ გვამცნო, აი, სიტუაციას ვალაგებო.
რომ გესმოდეთ, თუ რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა, „ქართული ოცნებისთვის“ ეს ბევრად უფრო მძიმე სცენარი იქნება. იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკაში რესპუბლიკელებს უფრო მკაცრი მიდგომები ახასიათებთ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობები და ამასთან ერთად, უსაფრთხოების საკითხები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. ამიტომ, ის, რომ ვიღაცა ტრამპის გამარჯვებას ელოდება, არის უბრალოდ მითი, რომელსაც ცდილობენ, რომ „ოცნების“ რიგით ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს მიყიდონ. ზუსტად ამ რიგითი ამომრჩევლებისთვის და მხარდამჭერებისთვის იყო განკუთვნილი საპატიო თავმჯდომარის განცხადებაც, რომ თურმე ელჩთან არჩევნების შემდგომ შეხვედრის პერსპექტივა გაჩნდა. ბედნიერია ამით, მერე პრემიერიც ამას გამოეხმაურა, რა მაგარი პროგრესი გვაქვსო. ყოჩაღ! ყოჩაღ! ძალიან მაგარი პროგრესია! თუ ასეთი ტემპით იარეს, ევროკავშირში კი არ მოგვიყვანენ, პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“