" ოპოზიციაში პრემიერობაზე ყველა ოცნებობს და პრეზიდენტს ვიღაც მეცნიერი, ფიზიკოსი ან ბიოლოგი რომ დაესახელებინა, ხომ დარჩებოდა ამდენი ხალხი გაღიმებული? - პრეზიდენტი ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს " - იაგო ხვიჩია
პრეზიდენტი ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს - „ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ გადაწყვეტილებას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნების შემდეგ წარადგინოს.
იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს ფული „ლელომ“ გადაუხადა, რადგან ბოლოს ის სწორედ ამ პარტიას შეხვდა.
„ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს. „ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრათ. პრეზიდენტი აპირებდა წინასაარჩევნოდ [პრემიერ-მინისტრის კანდიდატის] დასახელებას და მიჭირს იმის დაჯერება, რომ უფასოდ გადაეფიქრებინა. ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერ-მინისტრობაზე და პრეზიდენტს ვიღაცა მეცნიერი, ფიზიკოსი, ან ბიოლოგი რომ დაესახელებინა, ხომ დარჩებოდა ამდენი ხალხი გაღიმებული. ეს არავის უნდოდა. მე არ ვიცი, შეიძლება ისე დაარწმუნეს, მაგრამ ვინაიდან „ლელოს“ ბევრი ფული აქვს, მე მგონია, რომ ესეც შეიძლებოდა ჩართულიყო საქმეში.
პრეზიდენტი ბოლოს „ლელოს“ შეხვდა და გადაიფიქრა. „ლელოს“ როცა შეხვდები და რამეს გადაიფიქრებ, იქ როგორ შეიძლება მე ფულზე არ ვიფიქრო და „ლელოს“ სიტყვის დამაჯერებლობაზე წავიდეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება?!,“ - განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს, რადგან „ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას“, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოწერეს ხელი.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის „პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული“, გაუადვილებს პარტიებს შეჯერდნენ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
