„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისს თავს დაესხნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ვარკეთილის ოფისს თავს დაესხნენ, მისივე თქმით, პარტიის ოფისის შუშები ჩამსხვრეულია და წითელი საღებავები აქვს შესხმული.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მომხდარი დაშინების მცდელობა იყო, თუმცა ამის მიუხედავად, აქტიურად გააგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას.
„პირველ რიგში მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ამ დავალების გამცემი გახლავთ სოზარ სუბარი. სამგორის რაიონში ის არის მთავარი კრიმინალი, რომელიც ასეთ დავალებებს იძლევა. თქვენ შეგიძლიათ, ჰკითხოთ სოზარ სუბარს, როგორ მოხდა ეს კრიმინალური ფაქტი, რადგან მისი ხელქვეითები დაბალ დონეზე თავს იმართლებენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა 2000 კაციანი შეხვედრა ისან-სამგორის მოსახლეობასთან, გუშინაც ძალიან დიდი შეხვედრა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და აქედან გამომდინარე იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. ჩვენ გავაგრძელებთ კამპანიას, ყველა ოჯახში მივალთ, ყველა მოქალაქესთან მივალთ და ვეტყვით, რომ ეს ქვასროლია არანორმალური ხალხი უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში. სოზარ სუბარი არის ფაქტობრივად საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მაჟორიტარია აქ, მოპარული მანდატი აქვს. მე რაც მსმენია მისი ხელქვეითები არიან სოხაძე და ა.შ. ოღონდ ეს ხალხი უარყოფს ამ კავშირს და სინანულით ამბობენ, რომ მათ არ ჩაუდენიათ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
