"ალბათ, ველოდით კიდეც ამას - აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ " - ნინო დოლიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ალბათ, ველოდით კიდეც ამას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ISFED-ის ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა შესაძლებლობა, თავისი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების პროცესში.
„საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა რუსული კანონის ნორმების მოქმედება.
სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა შესაძლებლობა, თავისი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების პროცესში. ალბათ, ველოდით კიდეც ამას.
ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ“,-წერს ნინო დოლიძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება. “არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“ – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სიახლეები
- “აუცილებლად ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისთვის, რათა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს” - გიორგი ვოლსკი
- ,,მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს” – გარემოს სააგენტო
- დღეს დიდგორობაა
- “საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს” - კახა კალაძე
- “"ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია, საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს - არ გამოვრიცხავ, რომ ჰააგის სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ” - ნიკა გვარამია