საქართველომ კარგი მთავრობის ინდექსით ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 40 საუკეთესოს შორისაა
ევროკომისია კარგი მთავრობის ინდექსს (2024) აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა მოამზადა.
საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 58,8% მიიღო, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
საქართველო გლობალურ რეიტინგში მე-40 ადგილზე გავიდა, გაასწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 9 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: საბერძნეთს, უნგრეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, ალბანეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, უკრაინას, მოლდოვას და ა.შ. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.
კარგი მთავრობის ინდექსი მთავრობებს აფასებს 35 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება 7 ფაქტორში: ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, ძლიერი კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, ფინანსური მეურვეობა, მიმზიდველი ბაზარი, გლობალური გავლენა და რეპუტაცია, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება.
საქართველომ და მისმა მთავრობამ განსაკუთრებულად მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში:
კეთილსინდისიერი ლიდერობა – 32-ე ადგილი
შორსმჭვრეტელობა 21-ე ადგილი
ადაპტაციის უნარი_ მე-17ადგილი
კოორდინაცია _ 23-ე ადგილი
გამჭვირვალობა _ მე- 14 ადგილი
სასამართლო სისტემის ხარისხი _ 25-ე ადგილი
ბიუროკრატიის ხარისხი _ 24-ე ადგილი
სტაბილური ბიზნეს რეგულაციები _22-ე ადგილი
ინვესტიციების მოზიდვა _ მე-5 ადგილი.
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.
სიახლეები
- “აუცილებლად ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისთვის, რათა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს” - გიორგი ვოლსკი
- ,,მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს” – გარემოს სააგენტო
- დღეს დიდგორობაა
- “საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს” - კახა კალაძე
- “"ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია, საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს - არ გამოვრიცხავ, რომ ჰააგის სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ” - ნიკა გვარამია