"ჩვენ არც ურთიერთობა გვეშლება და არც მეგობრობა, თუმცა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობა პრინციპულად მნიშვნელოვანია"
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს.
კალაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერი დალაგდება.
„დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი გადალაგდება, გადაიტვირთება და დამშვიდდება. წარმოუდგენელია ამ ფორმატით გაგრძელება. არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვისაც. არც ურთიერთობა გვეშლება, არც მეგობრობა, არც ძმაკაცობა. ყველაფერი შეგვიძლია და ვიცით, ეს ყველაფერი როგორ უნდა გავაკეთოთ – ეს უნდა იყოს ორმხრივი. პარტნიორობაზე როდესაც ვსაუბროთ, ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ ქვეყნის ინტერესების დათმობა მოგვიწიოს. ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის
- აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო დეკლარაციის ტექსტი გამოაქვეყნეს
- "უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა - ვიყო ქალაქ ქუთაისის არჩეული მერი" - დავით ერემეიშვილი
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია