“მიხაილ როთი არის პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რაც საუკეთესოა, ყველაფერი დაამცირა” – ვოლსკი
“მიხაილ როთი არის პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რაც საუკეთესოა, ყველაფერი დაამცირა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის ვიდეომიმართვის შესახებ ისაუბრა.
„მიხაილ როთი არის პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდა საქართველოს. რაც საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საუკეთესოა, რაც მის თვისებას და ისტორიულ მემკვიდრეობას ეხება, ყველაფერი დაამცირა, რაც შეეძლო. როთი ჩართულია „ნაცმოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკურ აქტივობებში. დავანებოთ თავი სამართლიანობას და ამის კანონთან შესაბამისობას, აქ არის მთავარი თემა, შეურაცხყოფილი ქართული საზოგადოება – მიხეილ როთის მონაწილეობით არ უნდა იღებდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ამ შემთხვევაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მაქვს საუბარია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მიხაილ როთმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაცია.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
