"არცერთი პედაგოგი არ დარჩა სისტემაში, ვისაც ხელფასი არ გაზრდია, ამიტომ ეს ვერ იქნებოდა ჩემი გადადგომის მიზეზი" - გიორგი ამილახვარი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან, პედაგოგების ახალ სახელფასო სისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ეს რეფორმა, მისი გადადგომის მიზეზი არ ყოფილა.
მისივე თქმით, ახალმა სახელფასო პოლიტიკამ, ყველა მასწავლებლის ხელფასი გაზარდა.
„ერთ-ერთი, რაც ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთე ეს არის მასწავლებლების ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელმაც სრულიად ახლებურად, სწორი გადანაწილების პრინციპის საფუძველზე, ახალ სისტემას ჩაუყარა საფუძველი. შედეგად მივიღეთ, რომ პედაგოგებში კმაყოფილება, პედაგოგების 70%-ს ხელფასი მინიმუმ 500 ლარით, დანარჩენს 300-400 ლარით და მხოლოდ მცირე ნაწილს 5-7%-მდე მინიმუმ 200 ლარით გაეზარდათ ხელფასი. არცერთი პედაგოგი არ დარჩა სისტემაში, ვისაც ხელფასი არ გაზრდია. ამიტომ ეს ვერ იქნებოდა ჩემი გადადგომის მიზეზი, პირიქით, ბევრი მადლობაც მივიღეთ. პედაგოგებს სტატუსები, რაც ჰქონდათ ყველას შეუნარჩუნდათ. ჩვენ არავისთვის სტატუსი არ ჩამოგვირთმევია და არც მათი შრომა დაგვიკნინებია.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონი ლარის გენერირება მოხდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ სწორ სახელფასო პოლიტიკაზე გადავსულიყავით.
ეს პროცესი, გადავიყვანეთ სხვა რელსებზე, თითოეულ მასწავლებელს ნდობა გამოვუცხადეთ და ღირსეული შრომის ანაზღაურება მივეცით“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"
