"26 ოქტომბერს ხალხი, იმ ძალადობას აკრძალავს, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ჩადის"
26 ოქტომბერს ხალხი, იმ ძალადობას აკრძალავს, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ჩადის - მმართველობის სტილის არის რუსული, ივანიშვილს ჰგონია, რომ თუ დაჩაგრავს ადამიანებს, ამით ძალაუფლებას შემოიმტკიცებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„26 ოქტომბერს ხალხი აკრძალავს, იმ ძალადობას და უსაქმურობასაც, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ჩადის. ცხადია, ეს ყველაფერი და ასევე, ეს ფორმა მმართველობის სტილის არის რუსული. ბიძინა ივანიშვილმა სხვა არც იცის, არც უნახავს და არც აინტერესებს, მას ჰგონია, რომ თუ ადამიანებს დაჩაგრავს, აი, მაშინ ძალაუფლებას შემოიმტკიცებს, თუმცა უნდა ესმოდეს, რომ ძალა ხალხშია“, - განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
