" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჩვენს გმირებს ჰქონდათ"
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ოცნებად ჰქონდათ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილიყო. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აუცილებლად აღდგება და ასრულდება ის ოცნება, რაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ჰქონდათ.
„პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს იმ უდიდესი გმირობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ ჩვენ მათ პატივი უნდა მივაგოთ. მათ ჰქონდათ ოცნება, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დარწმუნებული ვარ, მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აუცილებლად აღდგება და ასრულდება ის ოცნება, რაც ჩვენს გმირებს ჰქონდათ“,-განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
