"ნაცმოძრაობას“ ხელისუფლება ქართველი ხალხისთვის რაღაცის გაკეთებისთვის კი არ უნდა, არამედ ძალაუფლება სჭირდება უცხოური დაკვეთის შესასრულებლად"
შეგვიძლია, ზოგადი გამოცდილებიდან ამოვიდეთ, თუ რისი გამკეთებელი და რაზე წამსვლელია „ნაციონალური მოძრაობა“. მიხეილ სააკაშვილი რძის პროდუქტების კონტეინერით შემოაპარეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა. ამაზე მეტი სირცხვილი, ღალატი არსებობს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახური რომ შემოგაპარებს ქვეყანაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე, სიტუაცია რომ არიო?! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აინტერესებს, საკუთარი ინტერესების გარდა.
„როცა ხარ მართული, მაშინ ხარ წამსვლელი ყველაფერზე. მათ ისეთ ვალდებულებებზე აქვთ ხელი მოწერილი, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ძალაუფლება სჭირდებათ უცხოური დაკვეთის შესასრულებლად. მათ ხელისუფლება კი არ უნდათ რაიმე პროგრამების განხორციელებისთვის, ქართველი ხალხისთვის რაღაცის გაკეთებისთვის, არამედ უნდათ ძალაუფლება, რათა ამ ძალაუფლებით, ბერკეტით შეასრულონ ის დაკვეთები, რომლებსაც მიიღებენ უცხოეთიდან. წიხლით გვექაჩებოდნენ, რომ ომში რაღაცნაირად შეეთრიათ ეს ქვეყანა. ასე რომ, გვაჩვენებს გამოძიება, რა იქნება შედეგი, მაგრამ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არაფერი გასაკვირი არ იქნება. ქურდს ქუდი ეწვის და, რა თქმა უნდა, სურთ, რომ გააუბრალოონ ის ღალატი, რომელშიც ზოგადად არიან ჩართულები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
- "ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის